თავში

პროფკავშირები არაფორმალურად დასაქმებულთათვის კომპენსაციებს ითხოვს

პროფკავშირები არაფორმალურად დასაქმებულთათვის კომპენსაციებს ითხოვს
პროფკავშირები არაფორმალურად დასაქმებულთათვის კომპენსაციებს ითხოვს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას თხოვნით მიმართავს, გაითვალისწინოს არაფორმალურად დასაქმებულთა მძიმე სოციალური მდგომარეობა და მათაც მიეცეთ თვითდასაქმებულთათვის გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების საშუალება.

წერილი ირაკლი პეტრიაშვილის პოზიციით და თხოვნით პრემიერს დღეს გაეგზავნა.

წერილში პეტრიაშვილი წერს, რომ 300 ლარიანი კომპენსაციების მიღების შესაძლებლობა (შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით) ექნებათ მხოლოდ რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს და იმ პირებს, რომლებსაც ჰყავთ დამქირავებელი/ ობიექტის მფლობელი (მაგალითად ბაზრობის ადმინისტრაცია). ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ან არ მუშაობს რეგისტრირებულ ორგანიზაციაში ვერ მიიღებს კომპენსაციას.

პეტრიაშვილი აღინიშნავს, რომ არაფორმალურად დასაქმებულთა შემოსავლები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ქვეყანაში. ისინი წარმოადგენენ დასაქმებულთა ყველაზე დაჩაგრულ ნაწილს, რომლებსაც არ აქვთ ბაზისური შრომითი უფლებებიც კი და ვერ სარგებლობენ შრომისა და სოციალური დაცვის მინიმალური სტანდარტებით. ასეთი ყოფა კი განპირობებულია იმით, რომ მათ არ შეუძლიათ იშოვონ ფორმალური სამსახური და ამის გამო ეწევიან იმ არსებობისთვის აუცილებელ საქმიანობას, რის შესაძლებლობასაც მათ აძლევს შრომის ბაზარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system