თავში

,,პროფკავშირები" მთავრობის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას აფასებს

,,პროფკავშირები" მთავრობის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას აფასებს
,,პროფკავშირები მთავრობის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას აფასებს

პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგიას იწონებს, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად მეტი ქმედითი ნაბიჯია გადასადგმევი, რათა მოსახლეობამ შიმშილის რეალური საფრთხე აიცილოს. ამის შესახებ report.ge-ს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა. 

უფრო ვრცლად, თუ რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა, რატომ გამოიკვეთა უკრაინის ფაქტორი და როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭო, report.ge-ს ირაკლი პეტრიაშვილი ესაუბრა და განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა იყო იმ ადამიანების დახმარება,  ვინც საშიში ვირუსის გავრცელების გამო მძიმე სიტუაციაშია და სჭირდებათ საკვებითა და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფა. 

,,ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის დამოკიდებულებაზე, რომ კორონავირუსმა ადამიანების მდგომარეობაზე პანდემიამ მწვავედ არ იქონიოს გავლენა და უსახსროდ არ დარჩნენ. შესაძლოა, შიმშილობა რიგი მოქალაქეებისთვის იმაზე ადრე დადგეს, ვიდრე ვირუსით გამოწვეული პრობლემა. ევროკავშირის პრეზიდენტის მხრიდან საუბარია იმაზეც, რომ საერთო კომუნიკე იქნას შემუშავებული უმუშევრად დარჩენილების მიმართ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით მისი ქმედება დადებითად ფასდება, მაგრამ სოციალური საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით მეტი სიცხადეა შესატანი. ვირუსმა იმდენად მასშტაბური პრობლემა შექმნა, რომ მთავრობამ უნდა მოახდინოს სწორი პრევენცია. ამ თვალსაზრისით, გიორგი გახარია ძალიან კარგი მენეჯერი აღმოჩნდა. კრიტიკის დრო ნამდვილად არ არის, ყველა ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში. სწორი რეკომენდაციაა შეთავაზებული სამედიცინო სექტორის მხრიდან, რაც სწორად იქნა გაზიარებული და ამის წყალობით ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლას ჯერჯერობით წარმატებით ართმევს თავს, რასაც საერთაშორისო გამოხმაურებაც მოწმობს. რის დანაკლისსაც განვიცდით, ეს იმ ადამიანების მხარდაჭერაა, რომლებიც კორონავირუსისგან დაზარალდნენ. უფრო ნათელი სურათი გვინდა დავინახოთ. ჩვენ გვყავს უხილავი მტერი და მკაცრი დისციპლინაა საჭირო, რომელიც საყოველთაო საფრთხისგან დაგვიცავს", - აღნიშნა პეტრიაშვილმა. 

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პან-ევროპული საბჭო ძალიან მკაცრი და კრიტიკულია უკრაინის მიმართ, რადგან ქვეყანამ ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებში ბევრი ხარვეზი გამოავლინა. 

,,როცა მთელი სამყარო ვირუსს ებრძვის, უკრაინაში სამთავრობო ინსტიტუტების როლი მოდუნებულია. თავის დროზე, როცა ეპიდემია გაჩნდა ჩინეთში, სამედიცინო საშუალებები გაყიდეს და ახლა უსაფრთხოების საჭირო ზომებს ვერ ღებულობენ, როგორც სტანდარტით არის განსაზღვრული. მეტიც, ისეთი კანონპროექტი შემოაქვთ, რომელიც დასაქმებულებს პრობლემას უქმნის და პროფკავშირების მოქმედების არეალს ზღუდავს. უკრაინის მთავრობას სიტუაციის გამოსასწორებლად გონივრული პერიოდი მიეცა. პრობლემის მოგვარება უკრაინაში ადვილი არ არის და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ შექმნილი სიტუაციიდან ქვეყანა ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს დისტანციური შეკრება გუშინ გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system