თავში

პროფკავშირების ევროპის რეგიონული საბჭო სხდომას მართავს

პროფკავშირების ევროპის რეგიონული საბჭო სხდომას მართავს
პროფკავშირების ევროპის რეგიონული საბჭო სხდომას მართავს

პროფკავშირების ევროპის რეგიონული საბჭო ონლაინ ფორმატში სხდომას მართავს. შეხვედრა გლობალურ გამოწვევებს ეხება და მასზე მთავარი განსახილველი საკითხი კოვიდ 19–ის პანდემიაა.

შეხვედრას ევროპის პროფკავშირების საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვება. საუბარი ეხება ევროკავშირის დღის წესრიგს, მათ შორის პანდემიისგან მოყენებული ზარალის “აღდგენის შესაძლებლობებს“ - რაზეც აქცენტი ლუკა ვისენტინიმ გააკეთა, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის პან–ევროპული რეგიონული საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ირაკლი პეტრიაშვილმა საკუთარ მიმართვაში აქცენტი პანდემიასა და მის შედეგებზე გაამახვილა, აღნიშნა რომ მსოფლიოს არაერთ რეგიონში უსამართლო გარემო შეიქმნა, რადგან ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჯერ კიდევ არ დაწყებული, ამას გარდა პრობლემატურ საკითხად რჩება ტესტირება, რომელიც ხშირად არ არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით მათთვის ვისაც იგი პირადი მიზნების განსახორციელებლად (საზღვრის კვეთის, გადაადგილების და ა.შ.) სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system