თავში

პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭო დისტანციურად შეიკრიბა

პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭო დისტანციურად შეიკრიბა
პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭო დისტანციურად შეიკრიბა

პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭო დისტანციურად შეიკრიბა. 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საბჭოში პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში მონაწილეობდა. 

როგორც report.ge-ს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, მთავარი განსახილველი საკითხი ევროპის კონტინენტის მთავარი გამოწვევა იყო - COVID-19 გარშემო შექმნილი ვითარება და შედეგები პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს და მთელი ევროპის კონტინენტის მასშტაბით. 

ამასთანავე განიხილეს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) მოქმედებები. ვირტუალურ შეხვედრაში პან-ევროპული რეგიონული საბჭო არჩეული ლიდერები და პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ. მსჯელობა შეეხო წინა ხაზზე წამოწეულ საკითხებს და პრიორიტეტებს.

მსჯელობა შეეხო ევროპის კონტინენტის მასშტაბით უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანის ბედს, მათ შორის დედების, რომლებიც ბაღებისა და სკოლების შეჩერების გამო სრულებით შეზღუდულნი აღმოჩნდნენ. 

პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით, განხილული იქნა უკრაინაში წარგზავნილი მისიის ანგარიში უკრაინის შესახებ, სადაც კრიზისულ მდგომარეობაშია დასაქმებულთა უემეტესობა, მათ შორის მედპერსონალის დიდი ნაწილი, რომელსაც მინიმალური აღჭურვილობითაც არ უზრუნველყოფენ კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

"უკრაინა არსებულ ვითარებაში არ დგამს აუცილებელ ნაბიჯებს და არღვევს, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებს, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტებს და მახინჯი კანონმდებლობით ზღუდავს პროფკავშირებს," - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი მოსმენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system