თავში

პროფკავშირებმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ორი სასამართლო დავა მოუგო

პროფკავშირებმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ორი სასამართლო და
პროფკავშირებმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ორი სასამართლო დავა მოუგო

პროფკავშირებმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ორი სასამართლო დავა მოუგო.

კერძოდ, 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება – სასამართლომ ბათილად ცნო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გათავისუფლების ბრძანებები მოსარჩელე ავტობუსის მძღოლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე და თბილისის მეტროს ორი ელ.მონტიორის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

გადაწყვეტილების განმარტებისას სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების ხარვეზიანობაზე. ამავდროულად, განმარტა, რომ ამდენწლიანი მუშაობის პირობებში სანამ სამსახურიდან გაათავისუფლებდა, დამსაქმებელს უნდა ეზრუნა დასაქმებულთა სოციალურ გარანტიებზეც და უნდა შეეთავაზებინა სხვა პოზიციაც (ისეთი პოზიცია, რომლის მიმართაც დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას დამსაქმებელი შესაფერისად მიიჩნევდა). ე.ი. სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დამსაქმებელს უნდა ამოეწურა ყველა გონივრული შესაძლებლობა, რაც თბილისის მეტროს არ უცდია.

სასამართლომ თბილისის მეტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დააკისრა აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია 3000-3000 ლარის ოდენობით, განაცდური ხელფასის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე. აგრეთვე, გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მძიმე, მავნე, საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულების გამო მხარეთა შორის შეთანხმებული ყოველთვიური კომპენსაციის გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

რაც შეეხება მეორე საქმეს, სასამართლომ გადაწყვეტილების განმარტებისას დაეთანხმა მოსარჩელეს და თქვა, რომ ამდენწლიანი მუშაობის პირობებში დამსაქმებელს, სანამ სამსახურიდან გაათავისუფლებდა დასაქმებულს, უნდა ეზრუნა დასაქმებულთა სოციალურ გარანტიებზე და უნდა შეეთავაზებინა სხვა პოზიციაც (ისეთი პოზიცია, რომლის მიმართაც დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას დამსაქმებელი შესაფერისად მიიჩნევდა). ე.ი. სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დამსაქმებელს უნდა ამოეწურა ყველა გონივრული შესაძლებლობა, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას არ უცდია.

სასამართლომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია 2000 ლარის ოდენობით, განაცდური ხელფასის, 1258 ლარის, ანაზღაურება ყოველთვიურად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system