თავში

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ცვლილებებია

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ცვლილებებია
პროგრამა აწარმოე საქართველოში ცვლილებებია

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ცვლილებებია:

1. ივენთ კომპანიებს საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვის და საბანკო პროცენტის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

2. კომპანიები, ინდმეწარმეები, ფერმერები, რომლებიც მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანით არიან დაკავებული, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას შეძლებენ.

3.ტექნიკური დაზუსტების შედეგად მცირე და საოჯახო სასტუმროების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა უფრო გაფართოვდა.

4. საკრედიტო - საგარანტიო სქემით ის მეწარმეებიც შეძლებენ სარგებლობას, რომლებსაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული.

შეგახსენებთ, 27 ოქტომბრის მონაცემებით, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, სულ 60 863 526 ლარის 81 სესხი გაიცა. გაცემული სესხებიდან 75 ახალი პროექტია, ხოლო ექვსი – რესტრუქტურიზებული. ახალი პროექტებისთვის დამტკიცდა 55 934 000 ლარის ოდენობის სესხი, საიდანაც 47 167 715 ლარის გარანტორი სახელმწიფოა.რესტრუქტურიზებულ 6 სესხზე ჯამში გაიცა 929 526 ლარი. სახელმწიფოს გარანტია კი 1 478 686 ლარია. ახალი პროექტების ფარგლებში 1 969 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ცნობისთვის, განახლებული სახით საკრედიტო-საგარანტიო სქემა ივლისიდან ამოქმედდა და მისი ბიუჯეტი 20 მილიონიდან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა. საკრედიტო საგარანტიო სქემით 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა იგეგმებოდა. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში.

საკრედიტო - საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეუძლია არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.

ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system