თავში

პროგრამის "განახლებული რეგიონების" კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

პროგრამის "განახლებული რეგიონების" კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
პროგრამის განახლებული რეგიონების კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის პირველი სხდომა ქუთაისში გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის მერი,ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„უკვე წარმოდგენილია რამდენიმე არეალი, დღის ბოლოს კი კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდება თორმეტივე მუნიციპალიტეტში პირველი ეტაპის პროექტები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება და განხორციელდება. პროგრამის შინაარსი მოიცავს მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაციას, რეკრეაციული სივრცეების და საპარკო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეს არის ჯანსაღიცხოვრების წესის ხელშემწყობი შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები. ასევე, რა თქმა უნდა, დაფინანსდება ისეთი პროექტები, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობის კუთხით ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება და მათი ჩართულობა უფრო აქტიური იქნება,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი ტენდერები უკვეგამოცხადებულია და შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული არქიტექტურულ-ურბანული და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან როგორც პროექტების მომზადებაში, ისე სამუშაოების წარმოებაში.

„გეგმის შესაბამისად უკვე ზაფხულში გათვალისწინებული გვაქვს აქტიური სამუშაოების დაწყება, რომ რაც შეიძლება მალე ხელმისაწვდომი გახდეს ეს ახალი არეალები, ახალი მიზიდულობის ცენტები, პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობისთვის და შემდგომში უკვე, როცა პანდემიის გამოწვევები გადაილახება, ეს პროექტები ტურიზმის განვითარებისთვისაც საინტერესო იქნება,“ - თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

იმერეთის შემდეგ, მიმდინარე კვირის განმავლობაში, კომისიის სხდომები გაიმართება რაჭაში, გურიაში, სამეგრელოსა და ააჭარაში.

160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. 

ცნობისთვის, ამოქმედდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system