თავში

პროვაიდერებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 10-ჯერ შეუმცირდათ

პროვაიდერებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 10-ჯერ შეუმცირდათ
პროვაიდერებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 10-ჯერ შეუმცირდათ

მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი დაახლოებით 10-ჯერ შეუმცირდათ.ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშში. 

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს ძალაში შევიდა კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული რეგულაცია, რომელიც საბითუმო ბაზარზე კონკურენციის გაზრდის მიზნით, ყველა ოპერატორისთვის ერთიანი ტარიფის დადგენას გულისხმობს. 

"ფიქსირებული საცალო ინტერნეტის მომსახურებაზე კონკურენციის ხელშეწყობისთვის, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს შესაძლებლობა აქვთ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიების ოპტიკურბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით, შემცირებული ტარიფით ისარგებლონ. ასევე, ოპერატორებს აქვთ საშუალება შევიდნენ ისეთ რეგიონებში, სადაც მხოლოდ ერთი დიდი კომპანია ოპერირებს. ყოველივე აღნიშნული, მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას არჩევანი რამდენიმე მომწოდებელს შორის, მისთვის უკეთესი პირობების გათვალისწინებით გააკეთოს. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე დაშვება უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებით. აღნიშნული ვალდებულებაც, სწორედ ბაზარზე მონოპოლიების არარსებობასა და კონკურენციის ზრდას უწყობს ხელს. მიზნის მისაღწევად, კომუნიკაციების კომისიამ ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი დაადგინა, რომელზეც კომპანია Pricewaterhouse Coopers Advisory-თან ერთად იმუშავა. კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი საბითუმო ბაზარზე ყველა ოპერატორისთვის ერთნაირია, რაც ბაზარზე კონკურენციის გაზრდის წინაპირობაა," - აღნიშნულია ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system