თავში

პური და პურპროდუქტები გაძვირებულია

პური და პურპროდუქტები გაძვირებულია
პური და პურპროდუქტები გაძვირებულია

2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით პური და პურპროდუქტები 7.5 პროცენტითაა გაძვირებული. ეს საქსტატის ინფლაციის იანვრის მონაცემებით დასტურდება.

რომ არა სახელმწიფო სუბსიდირება პური კიდევ უფრო გაძვირდებოდა. 

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, მკვეთრად 7.1%-ითაა გაზრდილი, ხოლო ხორბლის ფასი 6.8%-ითაა მომატებული. ფასების ზრდას, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ხორბალზე მოჭარბებულ მოთხოვნასა და მარცვლეულის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნის, რუსეთის, მიერ ხორბლის გაყიდვების შემცირებას უკავშირებენ.

როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში“ განმარტავენ, იმპორტიორებს სექტემბერში ხორბალი 200 დოლარად შემოჰქონდათ, დღეს კი მისი შემოატანა 300 დოლარი ჯდება. ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სოლაგავა ამბობს, რომ სუბსიდირების პროგრამა რომ არ არ მუშაობდეს, პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა.

სილაგავას განცხადებით, სუბსიდირების პროგრამა, რომლითაც მთავრობამ პურის გაძვირება დააზღვია, ორი ტენდერით ხორციელდება: პირველი ტენდერის გამოცხადებისას, პირველი ხარისხის ფქვილზე სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო 10-ლარიანი სუბსიდირება, ხოლო მეორე ტენდერის ფარგლებში საჭიროა 15-ლარიანი სუბსიდირება.

ფქვილის სუბსიდირებაზე 1.3 მილიონი ლარია დახარჯული.

მთავრობამ 1 ტომარა ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დასუბსიდირდება 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 10,000 ტონა ფქვილი, ერთ ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. გამოცხადდა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. შედეგად ექვსი კომპანიის მიერ 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით განხორციელდა 40,000 ტონა სასურსათო ხორბლის იმპორტი. სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 4 მლნ. ლარზე მეტი.

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია.

საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system