თავში

პური შეიძლება კიდევ გაძვირდეს

პური შეიძლება კიდევ გაძვირდეს
პური შეიძლება კიდევ გაძვირდეს

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მთავრობასთან ინტენსიურად მიმდინარეობს. გადაწყვეტილება ამ საკითხზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან სილაგავას განმარტებით, პროგრამის გარეშე პურზე ფასის შენარჩუნება გაჭირდება და პური, სავარაუდოდ, 15-20 თეთრით გაძვირდება. პურზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად სახელწიფო ერთ ტომარა ფქვილს 15 ლარით ასუბსიდირებს. პროგრამა მარტის ბოლოს იწურება.

ცნობისთვის, სუბსიდირება მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფქვილის ფასმა 53 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა. თავდაპირველად, საბაზრო ფასი 61-დან 65 ლარამდე მერყეობდა ამჟამად კი 68 ლარია.

საქართველოში პური გაძვირდა როგორც წლიურ ისე თვიურ ჭრილში. ეს დასტურდება საქსტატის თებერვლის ინფრაციის მაჩვენებლებით. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით პური და პურპროდუქტები 1.5 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო წლიურ ჭრილში, ანუ ბოლო 12 თვის განმავლობაში, ქვეყანაში პურისა და პურპროდუქტების 8.7 პროცენტიანი მატება ფიქსირდება. ეს აუცილებელი და ყველაზე მასობრივი მოხამრების პროდუქტი საქართველოში გაძვირდა იანვარშიც. 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით ყვეყანაში პური და პურპროდუქტები 7.5 პროცენტით გაძვირდა. 

საქართველოს ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებით, რომ არა სახელმწიფო სუბსიდირება, პური კიდევ უფრო გაძვირდებოდა. ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სოლაგავა დიდი ხანია მატკიცებს, რომ სუბსიდირების პროგრამა რომ არ არ მუშაობდეს, პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა. სუბსიდირების პროგრამა, რომლითაც მთავრობამ პურის გაძვირება დააზღვია, ორი ტენდერით ხორციელდება: პირველი ტენდერის გამოცხადებისას, პირველი ხარისხის ფქვილზე სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო 10-ლარიანი სუბსიდირება, ხოლო მეორე ტენდერის ფარგლებში საჭიროა 15-ლარიანი სუბსიდირება. მთავრობამ 1 ტომარა ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა.

მეხორბლეთა ასოციაციის განმარტებით, პურის ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდია შესაძლოა გაგრძელდეს.

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო 2020 წლის 1 დეკემბრიდან. მის ფარგლებში დასუბსიდირდება 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 10,000 ტონა ფქვილი, ერთ ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. 

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია.

საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system