თავში

პურის ფასს მთავრობა აკონტრილებს

პურის ფასს მთავრობა აკონტრილებს
პურის ფასს მთავრობა აკონტრილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, თქმით,საქართველოში პურის ფასი შენარჩუნებულია და მას მთავრობა აკონტროლებს.

„საქართველოში პურის ფასები არის გაკონტროლებული, შენარჩუნებული და ამაზე ქმედითი მექანიზმები მუშაობს, რათა მოსახლეობას სოციალური კუთხით ეს დამატებით ტვირთად არ დააწვეს. ასევე ფიზიკურად ხორბლის მარაგების არსებობის კითხვის ნიშანი არ დასმულა ამ ქვეყანაში, რადგან სამინისტრო აკეთებს რუტინულ მონიტორინგს და ახდენს ყველა იმ საჭირო ღონისძიების ჩატარებას, რაც აუცილებელია ქვეყანაში არსებული მინიმალური კრიტიკული მარაგების შესავსებად, თუმცა ჩვენ განვაცხადეთ არაერთხელ, რომ დამატებითი ინსტრუმენტები შემოვიღეთ, რათა იმპორტიორებისთვის მიგვეცა საშუალება, ჰქონოდათ უფრო იაფფასიანი ფულადი რესურსები, რათა ჰქონდეთ მეტი მარაგები, ექსტრამარაგები, იმისთვის, რომ ჩვენ კრიზისული სიტუაცია, თუ რთული ვითარება, რომელიც მსოფლიოში „კოვიდით“ არის გამოწვეული, გადავიტანოთ შეფერხების გარეშე და მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system