თავში

პურის ფასს მთავრობა მარტამდე დააზღვევს

პურის ფასს მთავრობა მარტამდე დააზღვევს
პურის ფასს მთავრობა მარტამდე დააზღვევს

გაზაფხულიდან მოყოლებული ჩვენ მოგვიწია ჩარევები სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ არ ყოფილიყო წყვეტა და ქვეყანაში ყოფილიყო საკმარისი მარაგები იმისთვის, რომ მოსახლეობას სურსათით უზრუნველყოფის პრობლემები არ შექმნოდა, - ამის შესახებ 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პურზე ფასის შენარჩუნება მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი მთავრობის სპეცპროგრამით, რომელიც პურის ფქვილის სუბსდირებას გულისხმობს.

დავითაშვილის განმარტებით, მთავრობა ასუბსიდირებს იმ სეგმენტის ფქვილს, რომელიც ფართო მოხმარების, ე.წ ქარხნის პურის ფასის შენარჩუნების საფუძველს იძლევა. 

მისი თქმით, ეს პურის გაძვირების რისკი ხორბალის საერთაშორისო ფასის მატებამ შექმნა. 

„ამ პერიოდში ქვეყნებმა მარაგების დაგროვება დაიწყეს. პირობითად, სტანდარტულად 2 თვის მარაგის ნაცვლად ბევრმა ქვეყანამ 3-6 თვის შექმნა. ამან ფასების ზრდა გამოიწვია პირველ ეტაპზე. სხვა ფაქტორებიც დაემატა და ჩვენ მოგვიწია ჩარევა. ერთი ამოცანა იყო, რომ კრიტიკური მარაგი შეგვექმნა ქვეყანაში. დავასტიმულირეთ იმპორტი. ამან მოგვცა საშუალება, ზაფხული წყნარად გაგვევლო, შემოდგომაზე, როდესაც ფასები განუხრელად იზრდებოდა, ამ პერიოდში ჩვენ პურის ფასის კორექტირების რისკი არ გვქონდა იმიტომ, რომ იაფად ნაყიდი მარაგები გამოგვყვა ნოემბრის შუა რიცხვებამდე. თუმცა როცა დავინახეთ, რომ ობიექტური წინაპირობა იყო პურის ფასი გაზრდილიყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად, მხოლოდ მიზნობრივად იმ სეგმენტის პურის ფქვილის სუბსდირება განგვეხორციელებინა, რომელიც ფართო მოხმარების, ე.წ ქარხნის პურის ფასის შენარჩუნების საფუძველს მოგვცემდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შარშან ოქტომბერში საქართველომ იყიდა 80 ათასი ტონა ხორბალი ყაზახეთიდან, 30 ათასი ტონა აშშ-დან. წელს კი უკვე შესყიდულია ხორბალი აშშ-დან, 2 გემი უკვე შემოვიდა, კიდევ 2 გემი, 60 ათასი ტონა ხორბლით დატვირთული დეკემბერში შემოვა. დაგეგმილია შესყიდვები ყაზახეთიდანაც. მეხორბლეთა ასოციაციის პრეზიდენტის ლევან სილაგავას მტკიცებით, ბაზარი კონკურენტულია და 100-ზე მეტი ხორბლის იმპორტიორი ოპერირებს. სოლაგავას განმარტებით, რუსულ ხორბალს მსოფლიოს 124 ქვეყანა ყიდულობს, ის მსოფლიოში ხორბლის N1 ექსპორტიორია და გასაკვირი სულკაც არაა, რომ საქართველოსთვის მიმზიდველია რუსული ხორბლის ფასი და ლოგისტიკა.

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია.

საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ერთ თვეში მარცვლეული 2.5%-ით გაძვირდა. წლიურ ჭრილში კი მარცვლეული მსოფლიოში 19,9%-ითაა გაძვირებული.

სახელმწიფო ფქვილის სუბსიდირებაზე 10 მილიონამდე ლარს დახარჯავს, რის გამოც პურზე ფასი არ გაიზრდება.

ცნობისთვის საქართველოში პურზე ფასის უცვლელად შენარჩუნება მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდირების წყალობით მოხერხდა. სუბსიდირების არარსებობის შემთხვევაში, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.

მანამდე სუბსიდირებისკენ მოუწოდა მთავრობას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირთან ერთად. მათ მთავრობას ღია წერილით მიმართეს.

შეგახსენებთ, მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებისთვის მზაობას მუდამ გამოთქვამდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს რამდენჯერმე შეხვდა.

საქართველოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამაკიდებულებისა და რუსული ხორბლის გაძვირებისა და, ზოგადად, ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების გამო, საქართველოში გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორბალი, ფქვილი და პური გაძვირდებოდა, თუმცა მინისტრმაც და მეხორბლეთა ასოციაციამაც ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

მინისტრი დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა გარანტირებულია.

ცნობისთვის, საქართველოში პური და პურპროდუქტები წლიურ ჭრილში გაძვირებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system