თავში

პურზე ფასი არ გაიზრდება

პურზე ფასი არ გაიზრდება
პურზე ფასი არ გაიზრდება

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ხორბლის ფქვილის ფასს დაასუბსიდირებს., რისთვისაც 10 მილიონ ლარამდე დახარჯავს. 

„არის ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება და შესაბამისად ეს ასახულიყო პურის ფასზე. პური არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი, გვესმის რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე იმ ეკონომიკური პრობლემიდან გამომდინარე რასაც იწვევს კორონავირუსი, ამიტომ ჩვენ გვქონდა მუდმივი მუშაობა მწარმოებლებთან და რომელის შედეგადაც, საქართველოს მთავრიობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხორბლის ფქვილის, ამ შემთხვევაში პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან და მოსახლეობას მინდა სრული პაუსხიმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრმა დავითაშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს სუბსიდირებისკენ მოუწოდა მთავრობას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირთან ერთად. მათ მთავრობას ღია წერილით მიმართეს.

შეგახსენებთ, მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებისთვის მზაობას აქამდეც გამოთქვამდა..

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს რამდენჯერმე შეხვდა.

საქართველოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამაკიდებულებისა და რუსული ხორბლის გაძვირებისა და, ზოგადად, ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების გამო, საქართველოში გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორბალი, ფქვილი და პური გაძვირდებოდა, თუმცა მინისტრმაც და მეხორბლეთა ასოციაციამაც ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

მინისტრი დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა გარანტირებულია.

ცნობისთვის, საქართველოში პური და პურპროდუქტები წლიურ ჭრილში გაძვირებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system