თავში

პურზე ფასი შენარჩუნდება

​პურზე ფასი შენარჩუნდება
პურზე ფასი შენარჩუნდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად.

პროგრამის ბენეფიციარები გამოვლინდება სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის გზით, სადაც მონაწილე დააფიქსირებს მისაღები სუბსიდიის ოდენობას და მოცულობას, ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით, რომლის რეალიზაციაც განხორციელდება პროგრამის პირობების შესაბამისად.

სუბსიდირება განხორციელდება 2021 წლის 30 ივნისამდე ყოველთვიურად, არაუმეტეს 10 000 ტონა, რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე.

ტომარა ფქვილზე 20-ლარიან სუბსიდირებას ითხოვდნენ.

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა პირველ ორ თვეზე 10 ლარზე იყო გათვლილი, თუმცა მოგვიანებით, ხორბლის გაძვირების გამო, ტომარა ფქვილზე სუბსიდია სახელმწიფომ 15 ლარამდე გაზარდა.

საქართველოში 500 გრ თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური 0.34 აშშ დოლარი ღირს, მაშინ, როცა ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა პურის ფასი 0.48 აშშ დოლარსა და 0.51 აშშ დოლარს შეადგენს, სომხეთში 0.46 აშშ დოლარი, თურქეთში კი, 0.35 აშშ დოლარია.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები ამბობენ, რომ მთავრობას ფქვილის სუბსიდირების გაზრდა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში პური 20 თეთრით გაძვირდება.

ცნობისთვის, პროგრამა, რომელსაც პურის ე.წ სოციალური ფასი უნდა შეენარჩუნებინა 1 დეკემბერს 4 თვით 31 მარტამდე ამოქმედდა. სუბსიდირება მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფქვილის ფასმა 53 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა. თავდაპირველად, საბაზრო ფასი 61-დან 65 ლარამდე მერყეობდა ამჟამად კი 68 ლარია.

საქართველოში პური გაძვირდა როგორც წლიურ ისე თვიურ ჭრილში. ეს დასტურდება საქსტატის თებერვლის ინფრაციის მაჩვენებლებით. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით პური და პურპროდუქტები 1.5 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო წლიურ ჭრილში, ანუ ბოლო 12 თვის განმავლობაში, ქვეყანაში პურისა და პურპროდუქტების 8.7 პროცენტიანი მატება ფიქსირდება. ეს აუცილებელი და ყველაზე მასობრივი მოხამრების პროდუქტი საქართველოში გაძვირდა იანვარშიც. 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით ყვეყანაში პური და პურპროდუქტები 7.5 პროცენტით გაძვირდა.

საქართველოს ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებით, რომ არა სახელმწიფო სუბსიდირება, პური კიდევ უფრო გაძვირდებოდა. ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სოლაგავა დიდი ხანია მატკიცებს, რომ სუბსიდირების პროგრამა რომ არ არ მუშაობდეს, პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა. სუბსიდირების პროგრამა, რომლითაც მთავრობამ პურის გაძვირება დააზღვია, ორი ტენდერით ხორციელდება: პირველი ტენდერის გამოცხადებისას, პირველი ხარისხის ფქვილზე სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო 10-ლარიანი სუბსიდირება, ხოლო მეორე ტენდერის ფარგლებში საჭიროა 15-ლარიანი სუბსიდირება. მთავრობამ 1 ტომარა ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, თქმით, ამჟამად კი ქვეყანას, თითქმის, 3 თვის მარაგი, 1500 ტონა ხორბლის მარაგი აქვს, რაც იძლევა ბაზრის რყევების აცილების შესაძლებლობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system