თავში

პუტინი გაზს იარაღად გამოიყენებს - ბაიდენის მრჩეველი

პუტინი გაზს იარაღად გამოიყენებს - ბაიდენის მრჩეველი
პუტინი გაზს იარაღად გამოიყენებს - ბაიდენის მრჩეველი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის უფროსმა მრჩეველმა გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში, ამოს ჰოხშტეინმა  განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  ბუნებრივი აირის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

„ვფიქრობ სწორედ ასეა, თუ რუსეთს რეალურად შეუძლია გაზის მიწოდება და ამას არ აკეთებს, და ამას გააკეთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპა მიიღებს მის სხვა მოთხოვნებს“, - უპასუხა ჰოხშტეინმა ჟურნალისტებს კითხვაზე, იყენებს თუ არა პრეზიდენტი პუტინი გაზს იარაღად.

ჰოხშტეინმა თქვა, რომ ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა არა მხოლოდ რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო, არამედ ჩინეთში მშრალი სეზონის გამო, რამაც შეამცირა ჰიდროენერგიის წარმოება და გაზარდა გლობალური კონკურენცია ბუნებრივ აირზე.

თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გაზის კრიზისი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მისი დახმარება რუსეთს შეუძლია.

”მე ეჭვი არ მეპარება და საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ დაადასტურა, რომ ერთადერთი მიმწოდებელი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დიდი ცვლილება მოახდინოს ევროპის ენერგეტიკულ კრიზისზე  რუსეთია”, - თქვა ჰოხშტეინმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system