თავში

ყველანაირად ვცდილობთ "ლოკდაუნი" ავირიდოთ - მაჭავარიანი

ყველანაირად ვცდილობთ "ლოკდაუნი" ავირიდოთ - მაჭავარიანი
ყველანაირად ვცდილობთ ლოკდაუნი ავირიდოთ - მაჭავარიანი

"ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში," - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გამოსავალი.

„ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში წლის განმავლობაში, მაგრამ ამავდროულად სამწუხაროდ, გვაქვს ყველაზე მაღალი გავრცელების პერიოდი, ეს ორი რამე დაემთხვა. სამწუხაროდ, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, მთავრობა ეპიდვითარების დამძიმების გამო შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და ამ საკითხზე ბიზნესთან სექტორალურად კონსულტაციებს გადის. 

გუშინ მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა. გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, რასთან დაკავშირებითაც სავაჭრო ცენტრებთან და მსხვილ ქსელურ მაღაზიებთან, ისევე როგორც ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. 

სავაჭრო სფეროს ბიზნესი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის კმაყოფილია. ისინი აცნობიერებენ, რომ ეპიდვითარების გამოსასწორებლად სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე შეზღუდვები მოზომილად უნდა გამკაცრდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system