თავში

"ყალბი დღგ-ის საქმის" ფარგლებში 123 მლნ-ის ქონება დააყადაღეს

"ყალბი დღგ-ის საქმის" ფარგლებში 123 მლნ-ის ქონება დააყადაღეს
ყალბი დღგ-ის საქმის ფარგლებში 123 მლნ-ის ქონება დააყადაღეს

ე.წ. „ყალბი დღგის საქმის“ ფარგლებში 62 პირია დაკავებული, 102 პირის მიმართ სსკ-ით საქმეა აღძრული, 11 პირი კი - ძებნაშია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი აცხადებს.

როგორც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს მინისტრმა განუცხადა, „ყალბი დღგ-ის საქმის“ ფარგლებში, 123 მლნ ღირებულების ქონებაა დაყადაღებული. მინისტრის თქმით, საქმეში არც შემოსავლების სამსახურის და არც საგამოძიებო სამსახურის მოქმედი თანამშრომლების მონაწილეობა არ იკვეთება.

„ამოღებულია მაგალითად რამდენიმე კგ ოქრო და ძვირფასეულობა, დაახლოებით, 700, 000 ლარის, ასევე, 6 მლნ 300 ათასის საწვავი ძვირფასი მანქანები და ა.შ. ჯამში, სავარაუდოდ, 123 მილიონის ღირებულების ქონებაა დაყადაღებული; მე ალბათ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ქონების სრულად ამოღებას, რადგან სასამართლო ასე იოლად არ აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. იურიდიულად ასე იოლად არ დგება შედეგი, თუმცა ამ ეტაპისთვის ჩვენ 123 მლნ ლარის ქონება დავაყადაღეთ.102 ადამიანის მიმართ აღძრულია სსკ-ით საქმე. აქედან პატიმრობაში იმყოფება 62 ადამიანი.საკმაოდ ბევრი მათგანი არის სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის შემოსავლების სამსახურის, მათ შორის საგამოძიებო სამსახურის და მეტსაც გეტყვით - მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები; ასევე არის რამდენიმე კვაზი ბიზნესმენი, რომელიც რეალურად არც არასდროს ყოფილა ბიზნესმენი და წარსულში, 10-15 წლის წინათაც სხვადასხვა თაღლითობაში მონაწილეობდნენ და ზუსტად დღგ-ის თაღლითობებზე იყვნენ ნასამართლევიც კი... მოკლედ, ამ საქმის გამო დაჭერილების ძირითად ნაწილი არანაირი ბიზნესმენი არაა; ყველა არის სხვადასხვა დროს ყოფილი ჩინოვნიკები“, - განმარტა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system