თავში

ყარაბაღის ომი და საქართველო - შეფასება და პროგნოზი

ყარაბაღის ომი და საქართველო - შეფასება და პროგნოზი
ყარაბაღის ომი და საქართველო - შეფასება და პროგნოზი

საქართველოს ორი მეზობლის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ომის საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკაზე გავლენა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა.

ექსპერტი ფიქრობს, რომ კონფლიქტის დეესკალაცია მალე მოხდება და გლობალურ ან რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზრდება.

მისი შეფასებით, ეს არ არის მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპრება. კონფლიქტი გაყინულია, ამ კონფლიქტს ძალით გადაჭრის არანაირი პერსპექტივა არ აქვს. 

"დღეს რაც კავკასიაში ხდება, გეოპოლიტიკის გავლენაა, აქ არის ურთიერთგამოდევნის, უერთერთშესუსტების პოლიტიკა. ვფიქრობ, რომ ამას დიდ ომში გადაზრდის არანაირი პერსპექტივა არ აქვს," - ამბობს გიოხელიძე და მიიჩნევს, რომ ყარაბაღის ომი მსხვილი ინვესტორებისთვის  შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება. ამ კონფლიქტმა საშუალო და წვრილი ინვესტორები შეიძლება დააფრთხოს.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტს ირიბი გავლენა ლარზეც ექნება, თუმცა არა მნიშვნელოვანი.

"ჯერ ერთი, ლარის კურსი წელიწადში არაერთხელ ძალიან დიდი ამპლიტუდით თამაშობს. ეს არის არა მხოლოდ ობიექტური, ახლანდელი პანდემიის გავლენის და მსოფლიო პოლიტიკაში ცვლილებების შედეგი, არამედ სუბიექტური პოლიტიკის შედეგიცაა: შეცდომებია მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში. ამიტომ, აქ ახალი არაფერი მოხდება. რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო თანხებს სჭირდება შედარებით მშვიდი განლაგების ადგილი. მსხვილი ინვესტორებისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის ომი არ არის შემაფერხებელი. წვრილ და ინდივიდუალურ ინვესტორებზე ამან შეიძლება, იქონიოს გავლენა და ვიღაცამ თავი შეიკავოს," - განმარტავს გიორხელიძე. 

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ომი ქართულ ეკონომიკაზე მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ მოახდენს.

"იმიტომ, რომ არა მგონია, იმ მთავარ წყაროებს, რომელიც აზერბაიჯანთან გვაკავშირებს, განსაკუთრებით – ენერგომატარებლებს, რაიმე საფრთხე შეემქნას. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ძალიან კარგად იცის, რომ იმას, რაც გლობალურ ინტერესებშია, ხელი არ უნდა ახლონ, რადგან ეს ცუდად დასრულდება. გაზისა და ნავთობის გამტარ მილებს არაფერი ემუქრება. ეს ორივემ კარგად იცის“, – განაცხადა დემურ გიორხლეიძემ.

ცნობისთვის, დემურ გიორხელიძისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ ექსპერტების დიდ ნაწილს. კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system