თავში

ყარსის ლოგისტიკური ცენტრი BTK მაგისტრალს მოემსახურება

ყარსის ლოგისტიკური ცენტრი BTK მაგისტრალს მოემსახურება
ყარსის ლოგისტიკური ცენტრი BTK მაგისტრალს მოემსახურება

ყარსის ლოგისტიკური ცენტრი კომერციულ ოპერაციებას წლის ბოლოს დაიწყებს.

ცენტრი უკვე გაეშვა და პირველი მატარებელიც მიიღო.

ის მოემსახურება „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზას, რომელიც თურქეთის სარკინიგზო სისტემას აკავშირებს საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზასთან. 

ყარსის ლოგისტიკური ცენტრი მაგისტრალურ ხაზს უკავშირდება 7 კმ-იანი მირთვის დახმარებით. 

მას აქვს 19 მისასვლელი ლიანდაგი, რომელთა საერთო სიგრძე შეადგენს 20.5 კმ-ს და გაშლილია 400000 კვ მ-ზე, აქედან 80000 კვ მ - ეს არის საკონტეინერო მოედანი, რომელსაც ემსახურება 60000 კვმ ფართობის სასაწყობო მეურნეობა.

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის ხელმძღვანელის დავით გოჩავას განმარტებით, ლოგისტიკური ცენტრი მოემსახურება მატარებლებს, როგორც 1435 მმ სიგანის ლიანდის მქონე თურქეთის სარკინიგზო ქსელიდან, ისე 1520 მმ სიგანის ლიანდის მქონე სარკინიგზო ქსელიდან, რომელსაც იყენებენ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები, ამასთან საბაჟო გაფორმება ტვირთების განხორციელდება ადგილზე და არა საზღვარზე.

დავით გოჩავა ამბობს, რომ საქართველომ ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ახალქალაქში უნდა დააჩქაროს.

შეგახსენებთ ამ სარკინიგზო მაგისტრალზე ტვირთის გადაზიდვის დრო სულ უფრო მცირდება.

მაგისტრალის მიმართ ტვირთმფლობელთა ინტერესი სულ უფრო იზრდება. ივნისში ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ახალი ტვირთების გადაზიდვა დაიწყო.

პანდემიის პირობებში, ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო კორიდორის გამოყენებით თურქეთმა სავაჭრო პარტნიორებთან ტვირთბრუნვის შენარჩუნება შეძლო. სარკინიგზო მაგისტრალი თურქეთისათვის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ გზად იქცა.

ბაქო-თბილისი-ყარსი მალე სრული დატვირთვით გაეშვება. ამისთვის მაგისტრალზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2019-2020 წლის პროგრამაშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო მიწის ნაკვეთების შეძენა და მეპატრონეებისთვით კომპენსაციების გადახდა. იგეგმება დამატებითი დამცავი სტრუქტურების მშენებლობა სარკინიგზო ხაზის ზვავისგან დასაცავად. საქართველოს მთავრობამ ორივე დოკუმენტი ქვეყნის პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ცნობისთვის, სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში ამ სარკინიგზო მაგისტრალით ტვირთის იმპორტი პირველად 2019 წლის ივნისში განხორციელდა.

ეს სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს უმოკლეს გზაა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას იძლევა ტვირთის გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდეს. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების მსოფლიო ბაზარზე შესვლას( თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი). რკინიგზის 263 კილომეტრი გადის საქართველოს ტერიტორიაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system