თავში

ყავის ბაზარს კიდევ ერთი მოთამაშე ემატება - როგორია "მეამას" გეგმები

ყავის ბაზარს კიდევ ერთი მოთამაშე ემატება - როგორია "მეამას" გეგმები
ყავის ბაზარს კიდევ ერთი მოთამაშე ემატება - როგორია მეამას გეგმები

ინოვაციური და ევროპული სტანდარტის ნაგებობა - ესაა ნომინაცია, რომელშიც გამარჯვება საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე ქართულმა კომოპანიამ, "მეამამ," საკუთარი ქარხნის შენობის განსხვავებული დიზაინით და არქიტექტურით მოიპოვა.

ყავის ქარხანა კომპანია "მეამას" დაკვეთით ქაერთველმა არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ დააპროექტა. შენობა 350 კონკურსანტს შორის შეარჩიეს და გამარჯვებულ სამეულში მოხვდა.

როგორც "მეამას" დამფუძნებელი, თორნიკე ჭელიძე Report.ge - ს ატყობინებს, კონკურსი თვენახევარი მიმდინარეობდა. მისი ინფორმაციით, საწარმო წლის ბოლომდე ამუშავდება. ამ ეტაპზე წინამოსამზადებული სამუშაოები მიმდინარეობს, რაც დანადგარების მონტაჟს, კადრების, მუშა-პრესონალის შერჩევას და უსაფრთხოების პარამეტრების საბოლოო გადამოწმებას გულისხმობს.

"წარმოების დასაწყებად ვემზადებით. "მეამას" ბრენდის ქვეშ რამდენიმე სახის ყავა გამოვა. ქარხანაში 50 მილიონზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული. წარმოების პირველ ეტაპზე კომპანია 60 ადამიანს დაასაქმებს. 2020 წლის მარტიდან 150 კაცის დასაქმებას შევძლებთ. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება და ორიენტირებული ვართ ექსპორტზეც," - აცხადებს გიორგი ხმალაძე.

ხმალაძის განმარტებით, კომპანიის მენეჯმენტი ექსპორტს პირველ ეტაპზე მეზობელ ქვეყნებში განახორციელებს, შემდეგ კი ევროპის ბაზარზეც გავა. მოლაპარაკებები დასრულებულია სომხეთთან და აზერბაიჯანთან, დასკვნით ფაზაშია ირანთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლიეტუვასთან,პოლონეთთან და გერმანიასთან.

Report.ge - ი დაინტერესდა, როგორ აფასებს ყავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას კომპანია "მეამა", რომელიც ოპერირება სულ მალე დაიწყებს და აპირებს ყავის ქართულ წარმოებაში ანგარიშგასაწევი მოთამაშე გახდეს. გიორგი ხმალაძის თქმით, საქართველოში, მსოფლიო ტრენდის მსგავსად, ყავა სულ უფრო მოთხოვნადია.

"მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად თითქმის 450 მილიარდი ფინჯანი ყავა ისმება, ხოლო ყოველდღიურად 1.5 მილიარდი. ნავთობის შემდეგ ის ყველაზე ფართო მოხმარების პროდუქტადაა მიჩნეული. ამასთან, ამერიკის მასშტაბით, საკვები პროდუქტების ბაზარზე, წყლისა და სოდიანი სასმელების შემდეგ, მას უკავია მე-3 პოზიცია, მე-4 ლუდია და მე-5 რძე. ყავის ქართული წარმოება ამ ეტაპზე სტანდარტებს და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას პასუხობს. საფასო პოლიტიკაც მისაღებია. არის ყველა შემოსავლის მქონე ადამიანზე მორგებული ფასები, ხარისხის არჩევანიც არის. არის დაბალხარისხიანიც და მაღალხარისხიანიც. ამ ეტაპზე ბაზარზე კონკურენტული პირობებია, თუმცა დასარეგულირებელია ყავის იმპორტი. ბაზარზე უხვადაა სომ­ხე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი უხა­რის­ხო ყა­ვა. ხშირად ისინი დემპინგს მიმართავენ,რაც არასამართლიანია. იმედი მაქვს მოგვისწრებს ანტიდემპინგური კანონი, რომელიც არაკეთილსინდისიერ იმპორტს შეზღუდავს და ბაზარზე თამაშის სამართლიან წესებს დააკანონებს" - უცხადებს Report.ge-ს "მეამას" დამფუძნებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system