თავში

ყაზახეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

ყაზახეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო
ყაზახეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. აეროპორტის გაერთიანების ინფორმაციით, ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ნურ-სულთანიდან გვიან ღამით ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა.ყაზახეთის დედაქალაქიდან იმერეთში 164 PCR ნეგატიური ტესტის მქონე საერთაშორისო ვიზოტორი ჩამოვიდა.

მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI - ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისზე კი პირველ რეგისტრირებულ მგზავრსავიაკომპანიამ საჩუქრად FlyArystan-ის მიერ ნებისმიერ ოპერირებად მიმართულებაზეღია ავიაბილეთი გადასცა.

FlyArystan-ი ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი. ავიაკომპანიამ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა 2 მაისს განახორციელა. ხოლო, გუშინ საინაუგურაციო ფრენები აქტაუდან და ნურ-სულთანიდან განხოციელდა. თითოეულ მიმართულებაზე რეგულარული პირდაპირი რეისები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება.

შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system