თავში

ყაზახეთი და ყირგიზეთი რუსეთს ედავებიან

ყაზახეთი და ყირგიზეთი რუსეთს ედავებიან
ყაზახეთი და ყირგიზეთი რუსეთს ედავებიან

ყაზახეთი და ყირგიზეთი რუსეთის გავლით უკრაიაში ნახშირს ვეღარ აექსპორტებენ. ორივე ქვეყანამ მოითხოვა, რომ რუსეთის ფედერაციამ მოხსნას შეზღუდვები უკრაინაში ნახშირის ექსპორტზე.

რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ყაზახეთი და ყირგიზეთი რუსეთის გავლით უკრაინაში ნახშირს ვეღაე აექსპორტებს. ორივე ქვეყანამ კრემლს ოფიციალურად მიმართა მოეხსნა შეზღუდვები. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „კომერსანტი“ ავრცელებს.

სახელმწიფოებმა მოსკოვი დაადანაშაულეს, რომ მიზანმიმართულად  აფერხებს საექსპორტო ნედლეულს. ამ ეტაპზე ექსპორტის განსახორციელებლად საჭიროა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა. გასაგებია, რომ 2019 წლიდან ეს ნებართვა უკრაინის ექსპორტზე სპეციალური ნებართვა სჭირდება რუსულ პროდუქციას, თუმცა ეს არ უნდა ეხებოდეს სხვა ქვეყნის სატრანზიტი ტვირთს, ე.წ რეექსპორტს.

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, თავის მხრივ, ამ პრობლემას არაჯეროვანს და თითიდან გამოწოვილს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ყაზახეთი თავად არ ასრულებს ვალდებულებას და არ აწოდებს რუსეთს ნახშირის შეთანხმებულ მოცულობებს.

ყაზახეთის მეწარმეთა პალატის წარმომადგენელმა ატამეკენმა თქვა, რომ რუსეთის სამინისტრო არ ეთანხმება ყაზახური ნახშირის მარაგის მოცულობას, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან უკრაინაში გადადის. მისივე თქმით, მოსკოვის ქმედებებში სახეზეა ხელშეკრულების და საბაჟო კოდექსის,ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ შეთანხნმებების დაღვევა.

ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეტენზიების შემდეგ, ევროსაბჭოს რუსეთს მოსთხოვა მიაწოდოს ინფორმაცია რუსეთის გავლით უკრაინაში ნახშირის ტრანსპორტირების ხარჯების შესახებ.

როგორც "კომერსანტი“ წერს ეს დავა შესაძლოა იმით დასრულდეს, რომ ამ ორმა ქვეყანამ რუსეთს უჩივლოს ვრაზიულ ეკონომიკურ კომისიაში (EEC).
 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system