თავში

ყაზახეთის ელჩი დღეს ბიზნესსექტორს შეხვდება

ყაზახეთის ელჩი დღეს ბიზნესსექტორს შეხვდება
ყაზახეთის ელჩი დღეს ბიზნესსექტორს შეხვდება

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ორგანიზებით ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი ქართველ მეწარმეებს და საქართველოში მოქმედ ყაზახური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

ღონისძიების მიზანს ყაზახეთისა და საქართველოს ბიზნეს სექტორებს შორის კომუნიკაციების დამყარება და ამ გზით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა წარმოადგენს. კერძოდ, ყაზახეთის ელჩის მხრიდან გაკეთდება პრეზენტაცია ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებსა და ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“ ყაზახეთის საელჩოსთან გააფორმებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი ბიზნესფორუმებისა და სხვადასხვა ბიზნეს აქტივობების ორგანიზება.

შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. მისამართი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106 (მე-3 სართული) 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system