თავში

ყაზახეთის ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტის მიწოდება აღდგა

ყაზახეთის ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტის მიწოდება აღდგა
ყაზახეთის ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტის მიწოდება აღდგა

Kazakhtelecom-მა ყაზახეთის რიგ რეგიონებში ინტერნეტის მიწოდება აღადგინა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ დსთ-ს GlobalCheck-ის ბლოკირების მონიტორინგის სერვისი იუწყება. 

"ყაზახეთში ინტერნეტთან წვდომა აღდგება. Kazakhtelecom-მა ჩართო ინტერნეტი, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ რეგიონში", - აცხადებენ GlobalCheck-ში.

სადენიანი ინტერნეტი, რომელიც ხუთშაბათს საღამოს  ნურ-სულთანში ქვეყანაში არეულობის ფონზე გაითიშა, პარასკევს განახლდა. ამასთან, მობილურ ინტერნეტთან დაკავშირება ჯერ კიდევ შეუძლებელია.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ყაზახეთში საპროტესტო აქციების შედეგად უკვე ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system