თავში

ყაზახეთში LinkedIn დაბლოკეს

ყაზახეთში LinkedIn დაბლოკეს
ყაზახეთში LinkedIn დაბლოკეს

ყაზახეთის ინფორმაციისა და სოციალური განვითარების სამინისტრომ ქვეყანაში სოციალური ქსელი LinkedIn დაბლოკა.

ყაზახეთის მთავრობის განმარტებით, სოციალური ქსელის დაბლოკვა ონლაინ კაზინოების რეკლამირებასა და ყალბი ანგარიშების შექმნასთან არის დაკავშირებული, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.  

”ინტერნეტ რესურს LinkedIn–ზე განხორციელებული მონიტორინგის დროს გამოვლინდა მრავალი კანონის დარღვევა, რომელიც ეხებოდა ონლაინ კაზინოების რეკლამირებას და ყალბი ანგარიშების შექმნას რეალური ადამიანების სახელით, რომლებიც არ არიან მათი მფლობელები”, - აღნიშნულია სამინისტროს პრესრელიზში.

სამინისტრომ თქვა, რომ ასეთი მასალების განთავსება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ყაზახეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ ინტერნეტ რესურსი Linkedin–ის შინაგანაწესს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system