თავში

ყაზახეთში ყველა ბანკი დაიხურა

ყაზახეთში ყველა ბანკი დაიხურა
ყაზახეთში ყველა ბანკი დაიხურა

ყაზახეთში მუშაობა დროებით ყველა ბანკმა შეწყვიტა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ყაზახეთის ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ღონისძიება კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარების, ინტერნეტის გაუმართაობისა და თანამშრომლებისა და მომხმარებლების დასაცავად გატარდა.

ფინანსური და საკრედიტო ორგანიზაციების მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ფინანსური ბაზრის რეგულირებისა და განვითარების სააგენტომ და ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად მიიღეს. 

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system