თავში

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდება
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდება

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“  კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგის შემდეგ თბილისის მერმა და საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

პარკის მშენებლობას "ქართუ" დააფინანსებსდა, წინასწარი გათვლით, ის რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება.

„დღეს დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი "ქართუ" თბილისს იპოდრომის ტერიტორიას გადასცემს, სადაც ცენტრალური პარკი გაშენდება. პროექტზე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია, თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი. ჩვენ ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია ამ პროექტის და მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას, ზუსტ თარიღს, თუ როდის დაიწყება უშუალოდ მშენებლობა,"  - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system