თავში

ყოველწლიურად მილიარდზე მეტი დღგ დაბრუნდება

ყოველწლიურად მილიარდზე მეტი დღგ დაბრუნდება
ყოველწლიურად მილიარდზე მეტი დღგ დაბრუნდება

17 ნოემბრიდან გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა სრულად ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის დაბრუნების მოდულში ასახული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე, ავტომატურად განხორციელდება მითითებულ საბანკო ანგარიშზე,

მთავრობის აღნიშნული ინიციატივის შედეგად საერთო ჯამში, ისარგებლებს 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესისთვის.

„დღგ-ის ზედმეტობების სწრაფი, მარტივი და ყოველგვარი ბარიერების გარეშე დაბრუნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის“ - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system