თავში

ყურძენი და ვაშლი გაიაფდა

ყურძენი და ვაშლი გაიაფდა

2020 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო, ივლისთან შედარებით, ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) აგვისტოს თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, სეზონური ფაქტორების გავლენით გამოირჩეოდა ყურძნის და ვაშლის გაიაფება, რამაც ჯამში ინფლაცია 0.2პპ-ით შეამცირა.

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ფასების ყველაზე შესამჩნევი ცვლილება ბენზინისა და ოქროს ბეჭდის გაძვირებას უკავშირდება, რამაც ინფლაციას 0.2 პროცენტული პუნქტი (პპ) შემატა.

2020 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე და მომსახურებაზე ფასები, შესაბამისად, 0.5 და 0.2 პროცენტით გაიზარდა. დაახლოებით იგივე დონეზე დარჩა ფასები ხანმოკლე მოხმარების საქონელზე. საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე ფასებმა 1.2 პროცენტით დაიკლო.

წინა თვეებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მაღალია, სურსათის წლიური ინფლაცია. აგვისტოში სურსათის ფასების წლიურმა ინფლაციამ 9.1 პროცენტი შეადგინა. 

რომელი პროდუქტი რამდენი პროცენტითაა გაძვირებული აგვისტოში იხილეთ ცხრილში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system