თავში

ყურძნის მოსავლის მართვის სახელმწიფო კომპანია დაფუძნდა

ყურძნის მოსავლის მართვის სახელმწიფო კომპანია დაფუძნდა
ყურძნის მოსავლის მართვის სახელმწიფო კომპანია დაფუძნდა

საქართველოს გადასახადის გადამხდელები წლევანდელ რთველში მევენახეებისთვის მოსავლის აღებას 50 მილიონი ლარით დააფინანსებენ. 

მთავრობის დაკვეთით ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ ყურძენს, რომელსაც შემდგომში დაწურავენ და ან ღვინო მასალად ან სპირტად აქცევენ. არსებული გეგმის მიხედვით, სახელმწიფო კომპანია შემდგომში ამ ღვინის/სპირტის რეალიზებას მოახდენს.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, მევენახეთა სუბსიდირების პროგრამის შესახებ შესყიდვების სააგენტო ორ წინადადებას განიხლავს: ერთი 35 მილიონი ლარის ყურძნის შესყიდვაზე შპს “აკურას” განაცხადია, ხოლო მეორე 15 მილიონი ლარის ყურძნის შესყიდვის შესახებ შპს “მოსავლის მართვის კომპანია” აცხადებს. 

 “მოსავლის მართვის კომპანია” 2020 წლის 4 აგვისტოს დაფუძნდა და მის 100%-იან წილს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს. ღვინის კომპანია “აკურა” კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია.

2020 წლის რთველში 300,000 ტონამდე მოსავალს პროგნოზირებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system