თავში

ყვარელში ,,ეკო სოფელი” აშენდება

ყვარელში ,,ეკო სოფელი” აშენდება
ყვარელში ,,ეკო სოფელი” აშენდება

ყვარელში ,,ეკო სოფელი” ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის“ - KTW ჯგუფის შვილობილი კომპანიის, KTW Development-ისა და ცნობილი ფრანგული არქიტექტორული კომპანიის BPM Architectes-ის ერთობლივი პროექტია. ეკო სოფლის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. KTW ჯგუფის დამფუძნებლის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით,  BPM Architectes-ი ღვინის თემატიკის მსხვილი პროექტების მშენებლობით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოდან, „ქინძმარაული ღვინის სოფელი“ სწორედ ამ კომპანიის პირველი პროექტია საქართველოში.

"უკვე მზად გვაქვს არქიტექტურული მოდელი თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული ,,ეკო სოფელი.” იგი 35.5 ჰა ტერიტორიაზე გაშენდება. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ ვილებს და 9 ჰა რეკრეაციულ ზონას ბუნებრივი ტყით, ნაკადულებითა და ხელოვნური ტბით. სოფელი გასტრონომიულ წერტილებს, ღვინის მაღაზიას, სპორტულ და საბავშვო მოედნებს და ასევე ტურისტულ ატრაქციებს გააერთიანებს. 8 ჰა მიწაზე კი ქართული უნიკალური ჯიშების ვენახი გაშენდება. შატო „ქინძმარაული ვილიჯში”კი ადგილობრივი მოსავლიდან გადამუშავდება და ჩამოისხმება ღვინო. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ასევე გულისხმობს საფეხმავლო/ველო ბილიკებსა და ზიპლაინს.გეგმის მიხედვით ეს ორწლიანი პროექტია, მაგრამ მისი დასრულება დამოკიდებულია ძალიან ბევრ დეტალზე, მათ შორის ინვესტორების მოზიდვაზე. თუმცა, ჩვენი სურვილია რომ ეს ვილები მაქსიმალურად აითვისონ ქართველებმა “, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, "აწარმოე საქართველოში" და შვედეთის მთავრობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system