თავში

ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ საწვავს ლარით იაფად მიიღებს

ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ საწვავს ლარით იაფად მიიღებს
ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ საწვავს ლარით იაფად მიიღებს

ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება, – ამის ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ უკვე ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ კრიზისში, დღეს, წელს, არამედ მომავალი წლებისთვის.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია, გითხრათ, გარანტირებულად, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიას თქმითვე, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით

"დაახლოებით ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად გააჩნიათ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ დახმარება პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომელთაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები.

დღესვე პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system