თავში

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკური ზრდა მეტი იყოს - თურნავა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკური ზრდა მეტი იყოს - თურნავა
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკური ზრდა მეტი იყოს - თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს  ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაქსიმალური ტემპის შესანარჩუნებლად.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყნისთვის შეამცირა, რადგან პანდემია გრძელდება და არ დამარცხებულა. აქედან გამომდინარე მეტია პესიმიზმი, მეტია სიფრთხილე, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკური ზრდა მეტი იყოს. მათ შორის ჩვენი მასშტაბური პრივატიზაციის, იგივე პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის პროგრამების, ტურიზმის აღდგენის პროგრამების დახმარებით... ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ჩვენი პროგნოზი უფრო მეტად გამართლდეს“, - ამბობს მინისტრი თურნავა. 

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ორგანიზაცია წელს ქვეყანაში მხოლოდ 3.5%-იან აღდგენას ელის, მაშინ,  როდესაც წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდას ელოდებოდა. საქართველოს მთავრობა 4.3%-იანი ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system