თავში

ყველას გვაქვს უფლება ვიცოდეთ, როგორ განიკარგება სახელმწიფო ქონება - ბოკერია

ყველას გვაქვს უფლება ვიცოდეთ, როგორ განიკარგება სახელმწიფო ქონება -
ყველას გვაქვს უფლება ვიცოდეთ, როგორ განიკარგება სახელმწიფო ქონება - ბოკერია

"თუ დადასტურდა, რომ რკინიგზა უბრალოდ არ უშვებს სახელმწიფო აუდიტს, ეს არის დემონსტრირება იმის, ფეოდალურ წარმონაქმნებად მოხდა დაყოფა იმ სახელმწიფო საწარმოების, რომელთა მეპატრონეც არის ჩვენი საზოგადოება", - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომ საქართველოს რკინიგზა აუდიტის სამსახურს შესაბამისი სააუდიტო საქმიანობის ნებართვას არ აძლევდა.

ბოკერიას თქმით, ის რაც ამ ეტაპზე სახელმწიფო ქონებაა, იქ ყველას უნდა ჰქონდეს ეფექტური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ იცოდნენ როგორ განიკარგება ეს ქონება. ბოკერიამ აღნიშნა, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ფეოდალურ წარმონაქმნებად მოხდა დაყოფა იმ სახელმწიფო საწარმოების, რომელთა მეპატრონეც არის საზოგადოება.

„იქ, სადაც ქონებას ფლობენ საქართველოს მოქალაქეები, ანუ ის რაც არის სახელმწიფო ქონება ამ ეტაპზე მაინც, იქ ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს ეფექტური ინსტრუმენტი რომ ვიცოდეთ, თუ როგორ განიკარგება ეს ქონება და ხომ არ ხდება ამ ქონების გამოყენება ან საზიანოდ ჩვენი საერთო ინტერესებიდან, ან კორუფციისათვის, ან ნეპოტიზმისთვის. ამიტომ, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რომ რკინიგზა უბრალოდ არ უშვებს სახელმწიფო აუდიტს, ეს არის პირდაპირ დარღვევა ამ პრინციპის და არის დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაღაც ფეოდალურ წარმონაქმნებად მოხდა დაყოფა იმ სახელმწიფო საწარმოების, რომელთა მეპატრონეც არის ჩვენი საზოგადოება და რომელიც არ არის ამ ეტაპზე კერძო“, - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system