თავში

ყველაზე დიდი მოთხოვნა ერთწლიან სამგზავნო ბარათებზეა

ყველაზე დიდი მოთხოვნა ერთწლიან სამგზავნო ბარათებზეა
ყველაზე დიდი მოთხოვნა ერთწლიან სამგზავნო ბარათებზეა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგაზვრო ბარათების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის გაყიდვების ნახევარი ერთწლიან ულიმიტო აბონემენტებზე მოდის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. აღსანიშნია, რომ ულიმიტო ერთწლიანი ბარათების ფასი 250 ლარია.

“5 იანვრიდან გაყიდვაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათები. გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და მინდა გითხარათ, რომ გაყიდვების ნახევარი ერთწლიან ბარათებზე მოდის. ეს მისასალმებელია და ევროპული სტანდარტია, როდესაც მგზავრები სარგებლობენ ულიმიტო სამგზავრო აბონიმენტით.

ახალი აბონემენტებით მგზავრობა პირველი თებერვლიდან იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, პირველ თებერვლამდე ბარათების შესაძენა შესაძლებელია მეტროს სალაროებსა და საქართველოს ბანკის ექსპერეს ფილიალებში”, - აცხადებს კახა კალაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system