თავში

ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ობიექტები

ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ობიექტები
ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ობიექტები

საქართველოს მთავრობამ მარტში საპრივატიზაციოდ 300 მილიონი ლარის ღირებულების 150 ქონება გამოიტანა და 109 ქონება გაყიდა. ობიექტების ღირებულებამ კი 60 მილიონი ლარი შეადგინა. 41 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება 60 მილიონ ლარად გაიყიდა. 

ყველაზე ძვირად გაყიდული ობიექტების ჩამონათვალი ასეთია:

1. მცხეთა, მუხათწყაროს მიმდებარედ; 63,316 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 3,166,000 ლარი, გაყიდვის ფასი 5,251,000 ლარი, მყიდველი - შპს ლიდერმშენი 2020
2. თბილისი, გაგარინის 24; 1,025 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,410,000 ლარი, გაყიდვის ფასი 3,545,000 ლარი, მყიდველი - შპს ჩიგოგიძე ვაინ ბარ
3. კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია; 6,585 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,570,000 ლარი, გაყიდვის ფასი 3,385,000 ლარი, მყიდველი - ზაური ქორთოშიძე
4. ქუთაისი, გუგუნავას N1, ნაკვეთი N2-2 91,053 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 2,787,000 ლარი, გაყიდვის ფასი 3,047,000 ლარი, მყიდველი - შპს დეილი
5. ყვარელი; 105,984 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 395,000 ლარი, გაყიდვის ფასი 3,005,000 ლარი, მყიდველი - სს აქტივების მართვის კომპანია
6. თბილისი, დაბა კოჯორი, ბაქრაძის ქუჩა N 15; 22,560 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,202,000 ლარი, გაყიდვის ფასი 2,504,000 ლარი, მყიდველი - შპს იბეროტელი
7. თბილისი, ავჭალა 21,876 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 2,477,000 ლარი, გაყიდვის ფასი 2,480,000 ლარი, მყიდველი - შპს გოფრატარა
8. თბილისი, ათონელის ქუჩა N 29/ხიდის ქუჩა N1; 400 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,129,000 ლარი, გაყიდვის ფასი 2,290,000 ლარი, მყიდველი - შპს გლობალფარმი
9. კიკეთი, 300 არაგველის ქუჩა N 11; 30,502 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 2,202,000 ლარი, გაყიდვის ფასი 2,204,000 ლარი, მყიდველი - შპს კიკეთი დეველოპმენტი-1
10. ბათუმი, ტბეთის ქუჩა N52; 42,073 კვადრატული მეტრი, საწყისი ფასი - 1,851,500 ლარი, გაყიდვის ფასი 1,861,500 ლარი, მყიდველი - შპს ნაზილბე.

პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა 58.5%-ით შესრულდა. 

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა.

ცნობისთვის, საქართველოსახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას ამუშავებს. მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე, უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე. ექსპერტები მთავრობის ამ ნაბიჯსდაგვიანებულად მიიჩნევენ.

2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა.ამ დღეებშიმთავრობა საპრივატიზებო ობიექტების სიას განაახლებს. სწორედ სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარება და მათი რეფორმირება არის ერთ-ერთი მძლავრი არგუმენტი, რასაც მტავრობა ეყრდნობა და დაგეგმილ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გასასვლელად.

სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია იწყება, რომლის ფარგლებში მთავრობა შეეცდება ყველა აქტივის რაციონალურ გამოყენებას. პარალელურად, მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალურისამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system