თავში

ყველაზე ,,იაფ" სეზონზეც ინფლაცია მაღალია

ყველაზე ,,იაფ" სეზონზეც ინფლაცია მაღალია
ყველაზე ,,იაფ სეზონზეც ინფლაცია მაღალია

ივლისში ინფლაცია მცირედით შემცირდა, თუმცა წლიური მაჩვენებელი კვლავ მაღალ დონეზეა და 5,7%-ს შეადგენს. ,,საქსტატის" მონაცემს report.ge-ს საშუალებით გამოემხმაურა სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომლის შეფასებითაც, ფასების დონე ბოლო პერიოდში იმდენად მაღალია, რომ მცირე სხვაობა დიდად ვერაფერს ცვლის და ,,სიიაფით" გამორჩეულ  სეზონზე კვლამ მაღალი ინფლაციაა. როგორც სტატისტიკოსმა განმარტა პრობლემა არა ფასების დონე, არამედ მოსახლეობის გადახდისუნარიანობის კლებაა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ზომების მიღებას საჭიროებს.

,,ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურისა და სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით ეკონომიკა  ფორსმაჟორული ფაქტორების გარეშე ვითარდება. მაისი და სექტემბერი ძირითადად დეფლაციური პერიოდია, იმიტომ, რომ საკმაოდ მაღალი წილი უკავია სურსათს სასურსათო კალათაში, ხოლო სეზონური ფაქტორის გამო გაიაფდა პროდუქტი, რაც უზრუნველყოფს ინფლაციის საერთო დონის შემცირებას. რეალურად ჩვენ გვქონდა მაღალი ფასების დონე და ასეთ ფონზე ოდნავი შემცირება საერთო ფონს არ ცვლის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მოსახლეობის შემოსავლები, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია და გადახდისუნარიანი მოთხოვნაც კლებულობს. ეს ფაქტორიც მუშაობს იმაზე, რომ ფასებმა მეტისმეტად არ მოიმატოს. აღსანიშნავია, რომ წლიურ ინფლაციაში საკვებ პროდუქტებზე ფასი გაზრდილია, მაგრამ ზოგიერთი არასასურსათო საქონლის ღირებულება საკმაოდ შემცირდა. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ პრობლემა გვაქვს არა ფასების ზრდა, არამედ მოსახლეობის მსყიდვითუნარიანობის შემცირება. ამიტომ მთავარი საზრუნავი ამ მდგომარეობის გამოსწორება და ისეთი ზომების მიღება, რომელიც შემოსავლების ზრდას გამოიწვევს. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა დღეს სწორედ გადახდისუნარიანობის შენარჩუნება და მისი გაზრდაა", - აცხადებს არჩვაძე. 

საქსტატის ცნობით, 2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 5.8 პროცენტით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system