თავში

ყველაზე მეტ დოლვათს ქვეყანაში ვაჭრობა ქმნის

ყველაზე მეტ დოლვათს ქვეყანაში ვაჭრობა ქმნის
ყველაზე მეტ დოლვათს ქვეყანაში ვაჭრობა ქმნის

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.1 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.7 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8 პროცენტი).

ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი მონაცემების ანგარიშში, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. 

საქსტატის ცნობით, 2020 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაზარდილია 5.9 პროცენტით.

რომელ სექტორებშია შემცირებული მშპს და რომელი სექტორების წარმადობაა გაზრდილი 2020 წლის მესამე კვარტალში , ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system