თავში

ყველაზე მეტად ავტომობილების იმპორტი შემცირდა

ყველაზე მეტად ავტომობილების იმპორტი შემცირდა
ყველაზე მეტად ავტომობილების იმპორტი შემცირდა

იმპორტში კლების დინამიკით ავტომობილების პირველ ადგილზეა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემი ადასტურებს, რომ ავტომობილების იმპორტი არნახულ კლებას განიცდის. როგორც სადილერო კომპანიებში აცხადებენ, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ განბაჟებასთან დაკავშირებული შღავათის ეფექტიც კი ვერ იგრძნო ბიზნესმა, მოხმარება კვლავ მინიმალურ დონეზეა. იმპორტიორი ზვიად ზიზაშვილი პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად გლობალურ ბაზრებზე ავტომობილების გაძვირებას მიიჩნევს. მისი თქმით, ბაზრებზე ფასები დაახლოებით 30-40%-ით არის გაზრდილი, რის გამოც იმპორტი თანდათან აზრს კარგავს.

,,ავტობიზნესი ასეთი მძიმე მდგომარეობაში პირველად აღმოჩნდა, ბაზარზე სრული უძრაობაა, თუკი რამე იყიდება, ძირითადად, დაბალბიუჯეტიანი ანუ შედარებით იაფი მანქანებია. ძვირიან სეგმენტს ვეღარ ვამუშავებთ. პრობლემას დიდწილად ისიც განაპირობებს, რომ ავტომობილები ადგილზეც გაძვირდა, ასევე ტრანსპორტირების ხარჯმაც მოიმატა. პანდემიური სიტუაციაში იმპორტიორებისთვის თამაშის წესები, პრინციპები შეიცვალა, ეპიდემიამ მთელი ბიზნესი ახლებურად გადააწყო და მასთან გამკლავება საკმაოდ რთული გახდა. დიდი კლებაა, პირობითად, თუკი კორონავირუსამდე საშუალოდ 20 კონტეინერი მაინც შემოდიოდა ყოველთვიურად, ახლა 2-3-ზე მეტი ვეღარ შემოდის, რაც შემოგვყავს, იმასაც კი ვეღარ ვყიდით", - ამბობს იმპორტიორი.

ზვიად ზიზიაშვილის თქმით, ავტომობილების ბაზარზე შეზღუდვები არ ვრცელდება, თუმცა ამის მიუხედავადაც ბიზნესი ონლაინ  რეჟიმში მუშაობს, რაც ერთადერთ მიზანს - ხარჯის შემცირებას ემსახურება. 

რაც შეეხება რეექსპორტს, მისივე ინფორმაციით, აქაც დიდი ჩავარდნაა, ხოლო რეექსპორტზე მომუშავე კომპანიების ნაწილი ამ საქმიანობას საერთოდ ჩამოშორდა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემის მიხედვით, 2020 წელ10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის 9 დასახელების პროდუქციის იმპორტი შემცირებულია. მათ შორის თანხობრივად ყველაზე დიდი კლება მსუბუქი ავტომობილების იმპორტში ფიქსირდება, სადაც შემცირება $348 მილიონს აჭარბებს. 

აღნიშნულ პერიოდში სატვირთო ავტომობილების იმპორტი შემცირებულია -0.4-ით. მასში გადახდილია $72 მილიონი დოლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system