თავში

რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გაიზარდა

ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გაიზარდა
რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გაიზარდა

2021 წლის იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 19.2 პროცენტით გაიზარდა და 149.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 6.7 პროცენტით 17.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის თვის განახლებულ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (213.1 პროცენტით) და უკრაინიდან (80.6 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 2.9 და 2.3 პროცენტული პუნქტებით აისახა. 

ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კლება დაფიქსირდა. 

საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (26.8 პროცენტით), რაც იტალიიდან (29.7 პროცენტით), საბერძნეთიდან (25.2 პროცენტით) და გერმანიიდან (57.2 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. 

დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან (33.2 პროცენტით) და კანადიდან (53.7 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა. 

რაც შეეხება, ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44.4 პროცენტი) და რუსეთი (15.5 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system