თავში

ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები საქართველოში აზერბაიჯანიდანაა გაზრდილი

ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები საქართველოში აზერბაიჯანიდანაა გაზრდილი
ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები საქართველოში აზერბაიჯანიდანაა გაზრდილი

2020 წლის ბოლო თვეში, ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები საქართველოში აზერბაიჯანიდანაა გაზრდილი. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის დეკემბერში საქართველოში აზერბაიჯანიდან 5.79 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც დეკემბრის მთლიანი ფულადი გზავნილების 2.90%-ია. 

დეკემბერში აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი ნაკადების წლიური ზრდის ტემპი 160.14%-ს გაუტოლდა. 

რაც შეეხება, დანარჩენ სამეზობლოს, 2020 წლის დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 40.71 მლნ აშს დოლარი, რაც დეკემბრის მთლიანი ფულადი გზავნილების 20.38%-ია. წლიურ წრილში ჩრდილო მეზობლიდან ფულადი გზავნილები შემცირებულია 7.10%-ით.

თურქეთიდან საქართველოში 20920 წლის დეკემბერში გადმორიცხულია 9.90 მლნ აშშ დოლარი, რაც დეკემბრის მთლიანი ფულადი გზავნილების 4.96%-ს უტოლდება. თურქეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა წლიურ ჭრილში 19.12%-ზე ფიქსირდება.

წლიურ ჭრილში 36.15%-ითაა შემცირებული გასული წლის ბოლო თვეში საქართველოში სომხეთიდან გადმორიცხული თანხა. დეკემბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში შემოვიდა 1.20 მლნ აშშ დოლარი, რაც დეკემბრის მთლიანი ფულადი გზავნილების 0.60%-ია. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.0% მოდიოდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი (81.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის (25.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system