თავში

ყველაზე მეტი COVID-ვაქცინა ჩინეთმა აწარმოა

ყველაზე მეტი COVID-ვაქცინა ჩინეთმა აწარმოა
ყველაზე მეტი COVID-ვაქცინა ჩინეთმა აწარმოა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე მეტი ვაქცინა ჩინეთმა აწარმოა. ამის შესახებ ანალიტიკური პლატფორმა Statista კომპანია Airfinity-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. 

აღმოჩნდა, რომ ჩინეთის მიერ ნაწარმოები ვაქცინის რაოდენობა 141.6 მილიონ დოზას აღწევს. კოვიდ-ვაქცინის წარმოებით მეორე ადგილზეა აშშ, სადაც 103 მილიონი დოზა ვაქცინაა წარმოებული, ხოლო გერმანიამ და ბელგიამ ერთობლივად 70.5 მილიონი დოზა ვაქცინის წარმოება მოახერხეს. 

10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი COVID-ვაქცინა დამზადდა:

1. ჩინეთი - 141,624,000 დოზა COVID-ვაქცინა.
2. აშშ - 103,000,000 დოზა COVID-ვაქცინა.
3. გერმანია/ბელგია - 70,534,055 დოზა COVID-ვაქცინა.
4. ინდოეთი - 42,390,000 დოზა COVID-ვაქცინა.
5. დიდი ბრიტანეთი - 12,200,00 დოზა COVID-ვაქცინა.
6. ნიდერლანდები/ბელგია - 10,496,982 დოზა COVID-ვაქცინა.
7. რუსეთი - 10,492,500 დოზა COVID-ვაქცინა.
8. შვეიცარია - 5,462,338 დოზა COVID-ვაქცინა.
9. სამხრეთ კორეა - 1,617,000 დოზა COVID-ვაქცინა.
10. ბრაზილია - 200,000 დოზა COVID-ვაქცინა.

რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიებს, ყველაზე მეტი ვაქცინა Pfizer-მა აწარმოა და ჯამში ვაქცინების რაოდენობამ 119 მილიონი შეადგინა, Pfizer-ის შემდეგ მოდის Sinovac-ი 91 მილიონი დოზა ვაქცინით, ხოლო მესამე ადგილზეა AstraZeneca-ა – 83 მილიონი დოზა ვაქცინით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system