
ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევებიდან, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ თბილისში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ბოლო 24 საათის მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში - 676, იმერეთში - 541, ქვემო ქართლში - 183, შიდა ქართლში - 165, გურიაში - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 363, კახეთში - 130, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24.
ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 768შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 96 860-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი და საერთო რაოდენობა 77 932-ს შეადგენს.
გარდაიცვალა 41 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 894 ადამიანი.