თავში

ყველაზე მეტი ქართული ნაწარმი ჩინეთში, რუსეთსა და თურქეთში გაიყიდა

ყველაზე მეტი ქართული ნაწარმი ჩინეთში, რუსეთსა და თურქეთში გაიყიდა
ყველაზე მეტი ქართული ნაწარმი ჩინეთში, რუსეთსა და თურქეთში გაიყიდა

ყველაზე მეტი ქართული ნაწარმი ჩინეთში, რუსეთსა და თურქეთში გაიყიდა. ამის შესახებ საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებიდან ხდება ცნობილი.  ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (103.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (100.0 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (71.4 მლნ. აშშ დოლარი).

ბულგარეთში ქართული ნაწარმის ექსპორტი 29.5%-ითაა შემცირებული წლიურ ჭრილში, თუმცა ეს ქვეყანა საექპორტო ქვეყნების ათეულში მეოთხე ადგილს იჭერს, რადგან წელს პირველ სამ თვეში ბულგარეთში საქართველომ გაყიდა 58.6 მლნ. დოლარის ქართული წარმოების პროდუქცია.

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 820.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6 პროცენტით გაიზარდა და 606.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ასე გამოიყურება:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system