თავში

საქართველოდან ყველაზე მეტი პროდუქტი ჩინეთში აზერბაიჯანსა და რუსეთში გავიდა

ყველაზე მეტი პროდუქტი ჩინეთში აზერბაიჯანსა და რუსეთში
საქართველოდან ყველაზე მეტი პროდუქტი ჩინეთში აზერბაიჯანსა და რუსეთში გავიდა

2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (168.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (167.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (157.1 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (560.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (494.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (443.2 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system