თავში

მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა დედაქალაქის მერიამ დახარჯა

ყველაზე მეტი თანხა დედაქალაქის მერიამ დახარჯა
მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა დედაქალაქის მერიამ დახარჯა

2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული.

ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს (554,038 ლარი) ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯები. 2018 წელს გაწეული ხარჯების სიდიდით (477,910 ლარი) ასევე გამორჩეულია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია.

მათივე ინფორმაციით, როგორც ქუთაისის, ასევე ბორჯომის მერიამ ამ ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.  2018 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტთა სარეზერვო ფონდების ჯამური ხარჯის უდიდესი ნაწილი - 30% ფინანსურ დახმარებას მოხმარდა და მან 2,653,706 ლარი შეადგინა. 

ორგანიზაციის ცნობით, კვლევაში განხილულ სარეზერვო ფონდების ხარჯვის ანალიზი ეფუძნება მუნიციპალიტეტებიდან მიღებულ და პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს. კვლევა მოიცავს 60 მუნიციპალიტეტს, რადგან 4 მუნიციპალიტეტის მერიამ არ გასცეს ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაარღვიეს მესტიის, წალენჯიხის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთა მერიებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system