თავში

ყველაზე უსაფრთხო ქალაქები დასახელდა

ყველაზე უსაფრთხო ქალაქები დასახელდა
ყველაზე უსაფრთხო ქალაქები დასახელდა

Economist Intelligence Unit-ის (SCI) უსაფრთხო ქალაქების ინდექსმა, რომელიც  ქალაქებს ციფრული უსაფრთხოების, ჯანმრთელობის უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების, პირადი უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მაჩვენებლით ადარებს,  2021 წლის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ციფრული უსაფრთხოების კატეგორიაში სიდნეი ლიდერობს. ჯანმრთელობის უსაფრთხოების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა იაპონიის დედაქალაქი ტოკიო.  ჰონგ-კონგის ავტონომიურმა რეგიონმა ყველაზე უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქის სტატუსი მოიპოვა. დანიის დედაქალაქი, კოპენჰაგენი, ლიდერობს პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხოლო ახალი ზელანდიის დედაქალაქი ველინგტონი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოებით ნომერ პირველი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system