თავში

რა აძვირებს სურსათს

რა აძვირებს სურსათს
რა აძვირებს სურსათს

სურსათის გაძვირების მთავარ მიზეზად სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აჟიოტაჟურ მოლოდინს ასახელებს. საქართველოს შემთხვევაში, გარდა ამ ფაქტორისა, მისი თქმით, ფასებზე უარყოფით გავლენას ლარის კურსი ახდენს, რაც განსაკუთრებით იმპორტული პროდუქტის ღირებულებაზე აისახება. მისი ინფორმაციით, ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასების შემთხვევაში განსხვავებულია ინფლაციის გავლენა, კერძოდ, წინა თვეებისგან განსხვავებით, ნოემბერში ხორცსა და ხორცპროდუქტებზე ფასების ზრდა ინფლაციის საერთო მაჩვენებელს ჩამორჩება. 

,,ინფლაცია 3,8%-ის ფარგლებშია, ხოლო  ხორცისა და ხორცპროდუქტების გაძვირების დონე 3,7%-ს შეადგენს. ეს შეიძლება, მცირე გვეჩვენება, მაგრამ სიმბოლურია, სექტემბერში ამ მიმართულებით ფასების ზრდის ტემპი ინფლაციასთან შედარებით, გაცილებით მაღალი იყო. იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება სავალუტო კურსი, პროდუქტის ფასებზეც ადეკვატური გავლენაა. მეორე ფაქტორი, რაც ასევე მოქმედებს ფასებზე, არის გაურკვევლობის მოლოდინი, შიში, რომ მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, რაც ბიზნესს და ასევე მოსახლეობას აიძულებს შექმნას ე.წ. უსაფრთხოების ბალიში ანუ ბიზნესი ცდილობს საცალო ფასში ჩადოს იმდენი, რაც მას დააზღვევს დანაკარგებისგან ლარის შემდგომი გაუფასურების შემთხვევაში. ამ დროს მოსახლეობა მოქმედებს და ზრდის მის მოთხოვნის სიდიდეს, აჟიოტაჟური მოთხოვნის მასშტაბამდეც კი, იმ ვარაუდით, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, დაიკეტოს ბაზარი და აღნიშნულ საქონელზე დეფიციტი გაჩნდეს, რაც ასევე მოქმედებს ფასების მატებაზე, როგორც იტყვიან, ეს არის ,,ორი შემხვედრი ლოკომოტივი ერთ ლიანდაგზე", რისგანაც ვღებულობთ ასეთ ნეგატიურ ეფექტს", - განმარტავს არჩვაძე.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ნოემბერში, საგრძნობლად გაიზარდა და 105.0 ქულა შეადგინა.

ნოემბრის ფასების ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით 3.9%-ით, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ითაა მომატებული.

რაც შეეხებს გაძვირებულ სურსათს, მათ შორის, შაქრის ფასი საქართველოში, წლიურ ჭრილში შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 7.0 პროცენტითაა გაძვირებული. გარდა ამისა, FAO-ს ფასების ინდექსის მიხედვით, ბოლო ერთ თვეში მარცვლეული 2.5%-ით გაძვირდა. წლიურ ჭრილში კი მარცვლეული მსოფლიოში 19,9%-ითაა გაძვირებული. რეკორდულად მოიმატა ზეთის ფასმა, ნოემბერში, მცენარეულის ზეთზე საერთასორისო ფასები, 14.5%-ით გაიზარდა. ფასების ზრდის მიზეზად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მსოფლიოში პალმის ზეთის შემცირებული მარაგებს ასახელებს. ზეთი საქართველოში წლიურ ჭრილში 23%-ითაა გაძვირებული

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system