თავში

რა აფერხებს ბიოპროდუქტის წარმოებას

რა აფერხებს ბიოპროდუქტის წარმოებას
რა აფერხებს ბიოპროდუქტის წარმოებას

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელის, კობა კობალაძის შეფასებით, აგრარულ სექტორში მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება პროფესიული კკადრის დეფიციტი. მისი თქმით, გაწეული ღონისძიებების მიუხედავად, ფერმერები ვერ ახერხებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სწორად მოყვანას, რადგან შესაბამისი ცოდნა არ აქვთ. თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც საქართველოში ბიოწარმოების განვითარებას აფერხებს.

,,ხარისხიანი მოსავლის მიღებას სხვადასხვა ფაქტორი უშლის ხელს, აგროღონისძიებები არის დასახვეწი, რაც შესაბამის ცოდნას მოითხოვს. განსაკუთრებით, როცა საქმე ორგანული პროდუქტის მოყვანას ეხება. ფერმერი ასეთ პროდუქტს ტრადიციული მეთოდით ვერ მიიღებს, აგრარული სფერო მთელ მსოფლიოში ვითარდება და ტენდენციას უნდა ავყვეთ. მაგალითისთვის, ხერხით ვერ მიიღებს, ახლახან სტეფანწმინდიდან დამიკავშირდნენ ფერმერები და დახმარება ითხოვეს. წუხდნენ წუხდნენ, კარტოფილი მთლიანად ჭიანია და როგორ მოვიქცეთ, მოსავალი არ გაგვიფუჭდესო. აქამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კარტოფილის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა არ იყო. მიზეზი რომ ვიკითხე, მითხრეს, შხამ-ქიმიკატები არ გამოგვიყენებია, რათა ორგანული პროდუქტი მიგვეღოო. საქმე იმაშია, რომ პროდუქტის შეწამვლა დასაშვებია იმ ნორმით, რომ მოსავალი არ მოიწამლოს. ხოლო თუ ორგანულ პროდუქციის მოყვანა სურს ფერმერს, უნდა ისწავლოს, როგორ ხდება ასეთი მოსავლის მოყვანა, განათლების გარეშე სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება, მაგრამ არა მხოლოდ ფერმერებს, სერვისის მიმწოდებელ პირებსაც არ აქვთ შესაბამისი ცოდნა.  მცენარეთა დაცვიის საშუალებების გამოყენების გარეშე ორგანული პროდუქტის მოყვანა წარმოუდგენელია. ასეთ სიტუაციაში განვითარდება მცენარის დაავადება, მაგალითად, როგორიცაა აპოტექსინი, რომელსაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. ცოდნა, გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომ საქართველო აგრარული სექტორი მაღალ დონეზე განვითარდეს", - განმარტავს მეცნიერი.

მისი ინფორმაციით, პროდუქტის ხარისხზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს კლიმატის გლობალური ცვლილება, რადგან გლობალური დათბობა მიმდინარეობს და მთავრობის მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system