თავში

რა აფერხებს ბიზნესს

რა აფერხებს ბიზნესს
რა აფერხებს ბიზნესს

"m2-ის" დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მედიას "აბრეშუმის გზის ფორუმზე" გაჟღერებული მესიჯები გააცნო. ბიზნესმენი ეკონომიკური ზრდის პარალელურად აუცილებლობად მიიჩნევს ინვესტირებას განათლებაში. ბურდილაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას ადამიანური კაპიტალი, როელიც ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპს აჰყვება.

„მე მაგალითად, ერთ-ერთი საკითხი, რაც "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" დავაყენე, არის ის, რომ ასეთი სწრაფი ზრდის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ხელები, ტვინი, ადამიანური კაპიტალი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ასეთ ზრდას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სფეროში ინვესტიციების განხორციელება. ჩვენი კომპანია განათლების სამინისტროსთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. შარშან სამშენებლო კოლეჯი გავხსენით, რომელსაც შეუძლია წლის განმავლობაში 600-მდე კვალიფიციური მუშა-ხელი მოამზადოს. წელს ზუგდიდში ანალოგიურ პროექტს ვგეგმავთ, თუმცა სასტუმროების კუთხით, გვინდა პროფესიული კოლეჯი გავხსნათ, რომელიც სასტუმროს და რესტორნების პერსონალს მოამზადებს. მსგავსი ტიპის ინვესტიციები განათლების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანური კაპიტალი შეიქმნას, რომელიც ასეთი ზრდის ტემპს აჰყვება", - აღნიშნა ირაკლი ბურდილაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system